მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გრიგორიანული კალენდარი, ახალი სტილი (365.2425 დღე-ღამე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოიყენება. იგი იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციაა და მისი ჩანაცვლების მიზნით შემოღებულ იქნა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ. უმთავრესი განსხვავებაა ნაკიანი წლების განსხვავებული განაწილება, რომელმაც წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365.2425 დღეზე დაიყვანა. ეს უფრო ახლოა დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე დაკვირვებით დადგენილი ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან, რომელიც 365.2422 დღეს შეადგენს.

დღის სტატია

რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (საიდანაც მოდის თამაშის სახელწოდება) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს — Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წლის 27 მარტს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისიშოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს.

დღის სურათი

ჩერუტის მწეველი მიანმარელი
ჩერუტის მწეველი მიანმარელი
ჩერუტის მწეველი მიანმარელი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


27 მარტი — ამ დღეს...

სუჰარტო
სუჰარტო
  • 1513 : ესპანელმა მოგზაურმა ხუან პონსე დე ლეონმა ფლორიდა აღმოაჩინა.
  • 1854 : ყირიმის ომიბრიტანეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა.
  • 1871 : გაიმართა რაგბის პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისისა და შოტლანდიის გუნდებს შორის.
  • 1905 : თბილისის ფუნიკულიორი გაიხსნა.
  • 1918 : მოლდოვის დემოკრატიული რესპუბლიკა რუმინეთს შეუერთდა.
  • 1968 : სუჰარტო (სურათზე) ინდონეზიის პრეზიდენტი გახდა.
  • 1968 : ვლადიმირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად იური გაგარინი დაიღუპა.
  • 1976 : ვაშინგტონის მეტროპოლიტენი გაიხსნა.
  • 1990 : ლონდონში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაიხსნა.
  • 2020 : ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი